ბოლნისის მუნიციპალიტეტში 26 სოციალურად დაუცველი ოჯახის საცხოვრებელი სახლები გადაიხურა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 2019 წელს 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაუხურეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის 30 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს “დემომ” ჩაატარა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, კონსტანტინე კორძაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთათვის სახლების გადახურვის პროგრამა 3 წელია ხორციელდება. ამ ეტაპზე დაახლოებით 120 ოჯახია, რომელთაც გადახურვის საჭიროება აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლება მომავალ წლებში მათს საცხოვრებლებს ეტაპობრივად გადახურავს.