სოფელ მუხროვანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჯარო სკოლა შენდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება. საგანმანათლებლო დაწესებულება 60 მოსწავლეზეა გათვლილი.

სამუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ამხანაგობა გლობალ სერვისი“ ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სოფელ მუხროვანში მცხოვრები მოსწავლეები ახლო მდებარე სოფლის საჯარო სკოლით სარგებლობენ, რაც გადაადგილების პრობლემასაც ქმნის.

აღნიშნული სკოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები საბაზისო განათლებას ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მიიღებენ.