გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ჩემპიონატი დაიწყო

 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ჩემპიონატი დაიწყო.

ტურნირი აღნიშნულ სპორტის სახეობაში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამივე სახეობაში: დაშნაში, რაპირასა და ხმალით ფარიკაობაში ჩატარდება.

დღეს ხმლით ფარიკაობაში გარდაბნის, რუსთავისა და თბილისის მოფარიკავეები შეეჯიბრებიან.

დღევანდელ ტურნირში სულ 41 სპორტსმენი მონაწილეობს. ასაკობრივი კატეგორიები ორ ჯგუფადაა დაყოფილი.

 გამარჯვებულები სწორედ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით დაჯილდოვდებიან. მათ სიგელებს, მედლებს და სიმბოლურ საჩუქრებს მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ ფარიკაობის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ ხორციელდება და მასში აზერბაიჯანელი მოფარიკავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.