დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან

დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.

საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან დეპუტატები ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.

დამოუკიდებელი დეპუტატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ფრაქციის სახელწოდება იქნება „დამოუკიდებელი დეპუტატი“. კობერიძე ამბობს, რომ ფრაქცია იმ თემებზე იმუშავებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„იმედია, ფრაქციას სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან, რათა საპარლამენტო საქმიანობა მრავალფეროვანი იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.

რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.