დაშბაშის კანიონზე შუშის საფეხმავლო ხიდი ეწყობა (+ფოტო)

დაშბაშის კანიონზე შუშის საფეხმავლო ხიდი ეწყობა.

წალკაში, დაშბაშის კანიონზე შუშის საფეხმავლო ხიდის მოსაწყობად  პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.   ინფრასტრუქტურულ პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება.  ტვ4-ის ინფორმაციით პირველი ეტაპის  ფარგლებში ხიდის დამჭერი ბურჯის,  ვიზიტორთა ცენტრისა და რესტორნის მოწყობა  მოხდება.

ვიზიტორების მიღება კი დაშბაშის კანიონის განახლებულ ტერიტორიაზე  2020 წლიდან იქნება შესაძლებელი. წალკის მუნიციპალიტეტში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდა, რომელიც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით   სახელმწიფო სრულად არის ჩართული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ,, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში და თანამშრომლობაში ვართ  ინვესტორებთან როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის ასევე სხვა   საჭირო აუცილებელი სამუშაოების გაძლიერების და მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტორთა ერთ-ერთ ძირითად მარშრუტს, რაც წალკას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.