დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება. რეგულაცია კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხება.

ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. დღეიდან ჯანდაცვის სერვისების მიწოდება კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა.

კერძო სამედიცინო კლინიკებისა და დეპუტატების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის ეს ნაწილი არ გადავადდა.

საკითხზე გუშინ პარლამენტში კლინიკების წარმომადგენლები, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა.