ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა (+ფოტო)

ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 78 წლის ასაკის ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ელექტროშოკისგან დაიღუპა, როდესაც დატბორილი სახლიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდა. მეორე პირის გარდაცვალების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება.

ვენეციაში წყლის დონემ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს 1.87 მეტრს მიაღწია. ქალაქის მერის, ვენეციაში ვითარებას კატასტროფულად აფასებს.

დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მთავრობისთვის დახმარების თხოვნას აპირებს.

ამასთან, წყლის დონის მატებასთან ერთად, ძლიერმა ქარმა ტალღები წარმოშვა. დატბორილია ქალაქის 90 პროცენტი. მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ვენეციას 1966 წლის შემდეგ არ ახსოვს. მაშინ წყლის დონემ 1.94 მეტრი შეადგინა.