თბილისში რამდენიმე ადამიანი მოკლეს

თბილისში,ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა, აღნიშნულს შსს-ში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ვერსიაა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს