ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის პოსტი ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პოსტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხს აამაღლებს.

„მინდა მოგახსენოთ სიახლე. ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.