მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს

კოსტავას ქუჩაზე ,სპორტის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს.გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, დაზარალებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.