მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სადახლოს გზაზე სამი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.