მეცხრეკლასელ მოსწავლეს რამდენიმე მოზარდმა სცემა

მეცხრეკლასელ მოსწავლეს რამდენიმე მოზარდმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი გორის მე-10 საჯარო სკოლასთან მოხდა. მომხდარს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება ფიზიკური დაპირისპირება სასწავლო პროცესის შემდეგ, სკოლის შენობის გარეთ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მოსწავლეს რამდენიმე მოზარდმა სცემა.

​მოზარდს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში უკვე აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, მეცხრეკლასელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.