მე-20 მიკრორაიონში სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული

მე-20 მიკრორაიონის N13-ში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით,საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის სუნია, რის გამოც მოსახლეობამ დახმარება გამოიძახა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცნობისთვის,მოსახლეობამ ბუნებრივი აირის სუნის შემთხვევაში “სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს. ინფორმაციისთვის, კომპანიის ცხელი ხაზის ნომერია 16114.