„მოდის დღე“ რუსთავში პირველად ჩატარდა

რუსთავში პირველად პროექტი „მოდის დღე“ გაიმართა. შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე მონაწილეობა ექვსმა რუსთაველმა დიზაინერმა მიიღო. მოდის დღის პარალელურად 18 ადგილობრივი მეწარმის ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. აქსესუარების, ფეხსაცმლისა და ღვინის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. პროექტი მიზნად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა. ღონისძიების კიდევ ერთი მიზანი რუსთაველი მეწარმეებისა და დიზაინერების პოპულარიზაცია იყო.
პროექტს „ მოდის დღე“ რუსთავის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა.