“ნუ იკრიჭებით”-ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა

„ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით,” – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

კობახიძემ დეპუტატებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, კანონპროექტის წარდგენისას „ნაციონალური მოძრაობა” და მისგან წამოსული დეპუტატები ახსენა.

ირაკლი კობახიძემ ასევე, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, სერგო რატიანს მიმართა -„სერგო, ნებისეირ დროს ესვრი შენ ილიას“.

„თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები. სერგო, ნებისეირ დროს ესვრი შენ ილიას. ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი ტელევიზიით და აქტიურობით. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, 20%-ს არ ჩააბარებდით რუსეთს. თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებ წარსულს. რას გიზამ იცი სერგო ? – დაგამთავრებ!“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ სერგო რატიანს.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პროპორციულზე გადასვლას გულისხმობს.