პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო

ოპოზიციის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა.

ცვლილებებს რამდენიმე წუთის წინ ეყარა კენჭი. მას მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, 52 წინააღმდეგი წავიდა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.