პარლამენტთან აქციის ორგანიზატორებმა კასრები და შეშა მიიტანეს

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც  კარვებია გაშლილი და   პროტესტი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, აქციის ორგანიზატორებმა გასათბობად შეეშა და კასრები მიიტანეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეშა და კარვები, აქციაზე მყოფ მოქალაქეებს სიცივესთან გამკვლავებაში დაეხმარება.

მათივე  ცნობით,  ნივთები შემოწირულობაა და საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთები მიაწოდონ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში მთელი ღამით დარჩება.