პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა-„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ.

ისინი  მაჟორიტარ დეპუტატებს, კახა ოქრიაშვილსა და კობა კობალაძეს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირპისრება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა  დეპუტატებს  კითხვით მიმართეს,  რატომ უჭერდნენ მხარს მაჟორიტარულ სისტემას.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

 

ფოტო: 1tv.ge