პედაგოგების კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების გამოცხადება დაიწყო

 პედაგოგების საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების გამოცხადება დაიწყო.

შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან არის შესაძლებელი. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.

2019 წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ.

შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის, რომელიც 2-8 ნოემბერს ჩატარდა 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.