პუტინი- ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტს მართლა სურს ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიმპატიური ადამიანია და სურს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ეს განცხადა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი. არასდროს მინახავს, არ ვიცნობ, თუმცა ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე. მგონია, რომ ის სიმპატიური ადამიანია, გულწრფელი. ჩემი აზრით, მას მართლა სურს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა, მათ შორის დონბასშიც“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, თუმცა დაამატა, რომ არ იცის, რამდენად გამოუვა ეს უკრაინის პრეზიდენტს.

ვლადიმერ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირველად სავარაუდოდ 9 დეკემბერს, პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე შეხვდებიან.