რუსთაველი სპორტსმენების წარმატება ჯიუ-ჯიცუში

 9-10 ნოემბერს ჯიუ- ჯიცუში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა.ჩემპიონატში მონაწილეობა ევროპის 15 -მდე სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრზე რუსთავის გუნდიდან 12 სპორტსმენი ასპარეზობდა და არცერთი მათგანი  ქალაქში ტიტულის გარეშე არ დაბრუნდა. 8-18 წლამდე რუსთაველმა მოზარდებმა ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთ სახეობაში ბრაზილიურ ჭიდაობაში იასპარეზეს და 4- პირველი ადგილი , 6- მეორე და 2 მესამე ადგილის მოიპოვება შეძლეს.

მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორებში ჯიუ-ჯიცუს რამდენიმე მიმართულებაში : სპორტულ , ბრაზილიურ , თავდაცვით ჯიუ-ჯიცუებში და DUO System-ში გაიმართა. .

ტურნირში ათობით ქვეყნის 200 -ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ქართველების დიდი წარმატება სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. საერთო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა 9 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს.