სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მიმდინარეობის პროცესი, ამ დრომდე განხორცილებულ სამუშაოები და 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში შესატანი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. საბჭოს სხდომას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, სამსახურების უფროსებთან ერთად ესწრებოდნენ.

დღეს მიმდინარე სხდომას სახელწიფო აუდიტის წარმომადგენლობა ესწრებოდა. როგორ ცნობილია სახელმწიფო აუდიტის მიერ დაგეგმილი ახალი პროექტის შესახებ მუნიციპალიტეტის მერებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ახალი პროექტი საჯარო მოხელეების გადამზადებას ისახავს მიზნად.