საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგით 27-ე სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულ 6 საკითხი განიხილეს, რომელთა უმეტესობა ტექნიკური ხასიათის იყო.

 განსახილველ საკითხებს შორის, კენჭი რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ ცვლილებებსაც უყარეს. სხდომის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა მომავალი წლიდან გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომაზე გატანილი ყველა საკითხი კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა.