სამწუხაროდ, არ არის არაფერი საკომენტარო-პრეზიდენტი აქციის დროს სალობიეში ვახშმობაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის პარალელურად, სალობიე ბიაში ვახშმობაზე მედიასთან არ საუბრობს.

“სამწუხაროდ, არ არის არაფერი საკომენტარო”, -ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა  მედიის წარმომადგენლებს.

26 ნოემბერს პრეზიდენტის სალობიეში ყოფნის დროს, თბილისში აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეების  ნაწილი სალობიესთან მივიდა , სადაც “მონა, მონას” სკანდირებდნენ. რესტორნის დატოვება საქართველოს პრეზიდენტს პოლიციის კორდონის გავლით მოუწია.

დღეს გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 ნოემბერს აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს. მათივე თქმით, სამმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.