საქართველოში 4-8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 4-8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 15-20 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ქალაქში 4-5 ნოემბერს 14-16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს კი, 18-20 გრადუსამდე მოიმატებს.