საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით,საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა.

მათივე ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე  განიხილეს და რამოდენიმე ექიმს საქმიანობის უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა .გარდა ამისა,  6 ექიმს  საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა .

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შეამოწმა. სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.