სპორტის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებში გზებზე ასფალტის საფარი იგება

სპორტის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებში გზებზე ასფალტის საფარი იგება, სამუშაოები უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს. სპორტის ქუჩის მოსახლეობა გზის საფარის რეაბილიტაციას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.

სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა სარეაბილიტაციო პროცესი შეჩერდა. ამორტიზებული გზის პრობლემას კომპანიის მიერ ნაწილობრივ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დატოვებული ორმოებიც დაემატა.

 

მოსახლეობა “ტვ4-თან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ  წვიმის დროს ორმოებში წყალი დგებოდა, რის გამოც, ყოველდღიურად ტალახში უწევდათ სიარული.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ წინა შემსრულებელ კომპანიას სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო ,ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

ამ ეტაპზე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “იბერი” ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ სპორტის ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 011 იქნა გამოყოფილი.