ქართველი ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონი გახდა

23-წლამდე ძიუდოისტთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრი მარიამ ჭანტურია, ევროპის ჩემპიონი გახდა. ის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში ებრაელ მაია გოშენს სამი შიდოთი სძლია. შემდეგ ბელორუსი ჟანა ასიპოვიჩი ორ წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ხორვატ ანდელა ვიოლიჩთან ჩატარებულ შეხვედრაში გაიმარჯვა. ფინალურ ეტაპზე კი მარიამ ჭანტურიამ ჰოლანდიელი მეტოქე ჰილდე იაგერეს დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ჭანტურია ეთერ ლიპარტელიანის შემდეგ, მეორე ძიუდოისტია, ვინც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო.