“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ე.წ დაბოქლომების აქცია გააპროტესტეს

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ოფისთან დღეს “ქართული ოცნების”  მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ ე.წ დაბოქლომების აქცია  გააპროტესტეს.

მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე მხარდამჭერებმა განმარტეს, მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს საკუთარი პოზიცია არჩვენების გზით დააფიქსიროს და ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდი ქვეყნის განვითარებას აფერხებს.