ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში ძიუდოში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს (+ფოტო)

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში ძიუდოში საერთაშორისო ტურნირი იმართება. მიმდინარე ტურნირი საქართველოს პირველობისთვის მოსამზადებელი ეტაპია. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული. სხვადსხვა რეგიონიდან მოწვეული სპორტსმენების გარდა, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში რუსთავს აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც ესტუმრნენ. გამარჯვებულ ძიუდოისტებს შორის 10 წონით კატეგორიაში ჩემპიონი,მეორე ადგილის მფლობელი და 2 მესამე ადგილი გამოვლინდება. რაც შეეხება რუსთაველ მონაწილეებს შეჯიბრში ორივე ეტაპზე 50-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს.

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სპორტის ინდივიდუალურ სახეობათა კოორდინატორი ბადრი ბებიას თქმით, ტურნირი რუსთაველ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ბადრი ყვავილაშვილს ეძღვნება. ტურნირი ტრადიციულია და რუსთავი მას 15 წელია მასპინძლობს.