ყაჩაღობა თბილისში-ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყაჩაღობა ვაშა-ფშაველას გამზირზე – პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

გამოძიებით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისში 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ა.ლ.-მ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურის კარის მინა დაამსხვრია და ცივი იარაღის მსგავსი საგნის და სიტყვიერი მუქარის მეშვეობით, ჯიხურის მოლარეს ჯიხურის კუთვნილი 950 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სადგომში უკანონო შეღწევით ყაჩაღობას გულისხმობს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ა.ლ.-მ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.