შენობა-ნაგებობისთვის კლასის განსაზღვრის წესი იცვლება

დედაქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობის კლასის განსაზღვრის წესი იცვლება.

შესაბამისი ცვლილებების განხორციელება „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ არის დაგეგმილი, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, მერაბ ქვარაია ზაზა გაბუნია და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ რეკონსტრუქციის გამო, შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება, ასეთ შემთხვევაში, მისი კლასისადმი მიკუთვნება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით განხორციელდება.

ცვლილების თანახმად, უკვე კონკრეტულ კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა შესაძლოა, იგივე კლასით აღარ დაკვალიფიცირდეს.

აღსანიშნავია,რომ შენობა-ნაგებობები ხუთ კლასად იყოფა, მათ შორის, პირველი კლასის შენობა-ნაგებობებს მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროება.