შსს-სასულიერო პირის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სასულიერო პირის, მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით , საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძე საქართველოდან საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. სასულიერო პირის თქმით, მან წერილი მიიღო, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მანამდე მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.