22 ნოემბრიდან დოლარისა და ევროს კურსი გაიზრდება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულებამ 2.9781 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი, რომელიც ხვალიდან ძალაში შევა 3.3000 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.2956 ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად გაზრდილია როგორც დოლარის,ასევე, ევროს ღირებულება. მიღებული კურსები ძალაში 22 ნოემბერს შევა.