25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,25 ნოემბერს 17:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, პირველი ქესალო, მეორე ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი, ქურთლიარი, დიდი მუღანლო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.