30 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფელბში წერეთელი, ნიზამი და მიმდებარე სოფლებში; 2 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, იაღუფლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.