8 ნოემბერს წყალმომარაგება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შეეზღუდება

ხვალ, 8 ნოემბერს, კომპანია „რუსთავის წყალი“ ხრამის სათავე ნაგებობაზე მნიშვნელოვან ტექნიკურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია, ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით სატუმბო სადგურში ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 8 ნოემბერს 16:00 საათიდან, 9 ნოემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის