მასწავლებლების გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 11 დეკემბერს დასრულდება

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან დაიწყო და 11 დეკემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).