მიმდინარე წელს რუსთავის უსახელო ქუჩებს სახელდებები მიენიჭა

მიმდინარე წელს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით რუსთავში რამდენიმე ქუჩას სახელდება მიენიჭა. ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ კი   სახელი შეიცვალა. როგორც რუსთავის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილმა tv4-ს განუცხადა, მიმდინარე წელს სახელდება ჯამში 11 ქუჩას მიენიჭა,აქედან ერთ ქუჩას სახელდება შეეცვალა.

კერძოდ,კომუნალების ქუჩას სახელი შეეცვალა და რუსთაველი მთამსვლელი ქალის მარო ტყავაძის  სახელდება მიენიჭა. სახელწოდება მიენიჭა ასევე,  ჟიული შარტავას და ლეონიძის კვეთაზე დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ,რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული, ახალგაზრდა პოეტის ოთარ გურგენიშვილის სახელს ატარებს. ქალაქის ქუჩებს გოგი დოლიძის, დავით აღმაშენებლის და მურმან ლებანიძის სახელდებებიც მიენიჭა.