რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქართველ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, გურიის სოფელ ბაილეთიდანაა და მისი ოჯახი რუსეთში წლებია ცხოვრობს.

მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ.