საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

​საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს 31 წლის მოქალაქე გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით,გარდაცვლილი ხუთი თვის წინ დააკავეს და სასჯელის მოხდას სამი თვეში ასრულდებდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ.