“საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები”-იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ამ სამიტს პირადად ვესწრებოდი. ბუქარესტში დადებული პირობა ძალაშია. ამავე დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ წინ წაიწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაზაზე. მათ შორის გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია.

საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ გვაქვს ტრეინინგ ცენტრი, თბილისის შემოგარენში. ჩავატერთ მასშტაბური წვრთნები. გვაქვს ძალიან ახლო პოლიტიკური კონტაქტები. მე არცთუ დიდი ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში, ასევე, იქ იმყოფებოდნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, ჩვენ ჩავედით უკრაინაშიც. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან, ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ნატოსთან დაახლოებაში და ამას თანამშრომლობის გზით ვაკეთებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს, ასევე, კარგია ნატო-სთვის, რადგან საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, მაგალითად ავღანეთში“ ,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში ნატოს სამიტი იმართება, რომელზეც ალიანსის 70-ე იუბილეს აღნიშნავენ.

 

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.