წყლის მიწოდება იზღუდება

რუსთავის წყლის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ შეზღუდვა შემდეგ უბნებს შეეხება:

მესხიშვილის ქ. მე-3 გასასვლელის N 10-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 04/12-ის 15:30-დან 17:30-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: მესხიშვილის ქ. მე-3 გასასვლელის N 6,8,10, ლეონიძის ქ. N 14-დან N 22-ის ჩათვლით.

გაგარინის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 04/12-ის 16:00-დან 05/12-ის 00:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: მე-11,12,16,17,18,19,21 მ/რ, ლეონიძის, მოდებაძის, სანაპიროს, გაგარინის ქუჩებს.

დავით გარეჯის ქ. N 1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 04/12-ის 16:20-დან 20:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: დავით გარეჯის ქ. N 1, ბალანჩივაძის ქუჩას და გასასვლელებს.

კოსტავას ქ. N 29-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 04/12-ის 17:30-დან 23:30-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება მარცხენა სანაპიროს.

გაგარინის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 00:00-მდე წყალმომარაგება მარჯვენა სანაპიროს მთლიანად შეუწყდება.