ავტომობილი ხრამში გადავარდა-დაღუპულია ხუთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა-ავტომობილი ხრამში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ოთხი ტურისტი, მეხუთე  მათი მძღოლი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.