ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორთაჭალის ჩქაროსნულ გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული პინეოს კლინიკაში ,მეორე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტო მასალა ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფში ვრცელდება.