რუსთავში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით XXIV ღია ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ტურნირზე მონაწილეობას 17 წლამდე ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები იღებენ . ტურნირი გუშინ გაიხსნა და დღეს ფინალური შეხვედრით დასრულდა.
სპორტულ ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია,რომ წელს ღონისძიება განსაკუთრებულად აღინიშნება. დღესვე, რუსთავის პარკში თემურ ყაზარაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.