გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.  2020 წლის გარდაბნის ბიუჯეტი 32 916 366 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად ,წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 6 მილიონ ლარამდე თანხით არის გაზრდილი. როგორც tv4-ის ჟურნალისტი საკრებულოს სხდომიდან იუწყება, ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები 2020 წელს ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტები  ,კულტურა და განათლება იქნება.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავენ.