გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემები-სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლევან ონიანის ხელმძღვანელობით ,ქალაქის სამედიცინო დაწესებულებების დირექტორებთან და მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემას რუსთავში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების განხილვა წარმოადგენდა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა იმ მოკლე და გრძელვადიან რისკებზე ისაუბრეს, რომელიც ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციის გამო შესაძლოა, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე აისახოს.

ღონისძიების ფარგლებში მიწვეული 8 კლინიკის წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებთან ერთად, ჯანდაცვის სფეროში არსებული ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს.

როგორც საკრებულოს წევრმა, დავით იშხნელმა, tv4-თან საუბრის დროს აღნიშნა, სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან არ იქნება ერთჯერადი და მას სისტემატური ხასიათი ექნება.