გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამთვრობო კამპანიას რუსთავი შეუერთდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიან სამთავრობო კამპანიას რუსთავი შეუერთდა. რუსთავის “გენდერული თანასწორობის საბჭოს” ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და 112-ის სამსახურის თანამშრომლებმა მაღალი კლასის მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, ნინო ქავთარაძის განცხადებით, გენდერული საბჭო ქალაქში ქალების უფლებებს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება შეირჩა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძოიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ქეთევან ტატუაშვილი “TV4-თან” საუბრის დროს აცხადებს, კანონის ძალაში ამოქედებიდან სექსუალური შევიწრობის ფატზე გამოვლენილი 11 შემთხვევიდან ქვემო ქართლის რეგიონში ერთი შემთხევვა დაფიქსირდა.