“მონანიების საფასური: 50 ლარი”-“გირჩის” მღვდელმსახურებს ეკლესიის მსახურებიდან გასვლა შეუძლიათ

“გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს-ამის შესახებ ინფორმაცია “გირჩის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მათი ცნობით,მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, “ბიბლიური თავისუფლების” წევრები “გირჩის” ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდნენ.

ამასთან, წარმოსადგენი დოკუმენტაციაა – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური.

მონანიების საფასური 50 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ “გირჩმა” “ბიბლიური თავისუფლება” ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.